უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმში , გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ოცნების ქალაქში ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, თხრილში წყალი იდგა, მოზარდებმა იქიდან ამოსვლა ვერ შეძლეს.
სხვა დეტალები უცნობია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ბათუმის მერიის განცხადებით, ფრიდონ ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს ტრაგედიის ამ მძიმე წუთებში. მომხდარის დეტალებს დაადგენს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი დაწყებული გამოძიების ფარგლებში". - აცხადებს ბათუმის მერია.