ევროპა არის კონტინენტი, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრას, ქვეყნის, რომელიც მსოფლიოს უდიდეს სამხედრო ძალად მიიჩნეოდა და რომელმაც ვერ მიაღწია თავის მიზნებს“, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპამ ზოგიერთი ბრძოლა წააგო, მაგრამ არ წაუგია ომი, მათ შორის არც ტექნოლოგიური ომი.
„შეხედეთ, ევროპის გარეთ მყოფ ხალხს, რამდენად ძლიერია მათი სურვილი ევროპისადმი. უკრაინელები კვლავ განაგრძობენ გმირულ წინააღმდეგობის ომს რუსეთის წინააღმდეგ, ეს ყველაფერი მაიდანზე დაიწყო ევროპული დროშით ხელში. და ვინ დაიკავა დღეს მათი ადგილი? ეს არის ქართველი ხალხი, რომელიც ყოველ ღამე ეწინააღმდეგება მთავრობას, რომელიც ცდილობს მათ ევროპული მომავლისგან ჩამოშორებას. ისინი აფრიალებენ ევროპულ დროშას, მღერიან ევროპულ ჰიმნს, რადგან ხედავენ, ევროპა არის დემოკრატია, თავისუფლება და ზესახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, დაიცვას ისინი, როდესაც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უფრო შორს წავლენ“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.