კასპის მუნიციპალიტეტში 37 წლის კაცმა ბებია მოკლა. . სასტიკი დანაშაული სოფელ სასირეთში მოხდა. ახალგაზრდა კაცმა ასაკოვან ქალს სასიკვდილო ჭრილობები, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენა.
კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.