არსებული ინფორმაციით, პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები - აჩი გოჩტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე ადმინისტრაციული წესით დააკავა.
ისინი დიღმის იზოლატორში არიან გადაყვანილი. რეჟიმი სტუდენტებს წვრილმან ხულიგნობასა და "პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას" ედავება.
"დააკავეს თსუ-ის სტუდენტები - აჩი გოჩტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე. გადაყვანილი არიან დიღმის იზოლატორში. ადვოკატები ჯერ არ ყოფილან. ედავებიან წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის "კანონიერი" მოთხოვნის დაუმორჩილებლობას. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს", - წერს ნათია გაბრავა. მისი თქმით, ახალგაზრდების დაკავება გამთენიას, სტენსილის წერისას მოხდა.
ფოტო: პუბლიკა