საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კონკურსს, სახელწოდებით "ქართული კალიგრაფია" აცხადებს.
კონკურსი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით ტარდება და მისი მიზანია ხელით წერის კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების VII -XII კლასის მოსწავლეებს, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს, სხვა ზრდასრულ დაინტერესებულ პირებს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებსაც.
კალიგრაფიის კონკურსი სამ ტურს მოიცავს. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან. ჯილდოებს დააწესებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია "წამი" და მხარდამჭერი ორგანიზაციები.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 თებერვალი.