საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II - საკვირაო ქადაგებაზე მრევლს გამთლიანებისკენ ლოცვისკენ მოუწოდა.
"განსაკუთრებით მინდა ვილოცოთ აფხაზეთისთვისა და ცხინვალის რეგიონისთვის. ღმერთმა გვაპატიოს ჩვენც და იმათაც ის შეცოდება, რომელიც გავუკეთეთ ერთმანეთს. მინდა შევთხოვო უფალს, რომ მალე შესდგეს ჩემი ჩასვლა აფხაზეთში", - იქადაგა პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ.
პატრიარქმა მღვდლები იოსებ ზაქარიძე, დავით ჯანელიძე, რევაზ კოხრეიძე, გიორგი ხარაბაძე, ნუგზარ წითური, გიორგი გაბუნია და დიმიტრი ბურდული დეკანოზის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
ქადაგების დასასრულს მწითურების, ნიჟარაძეების და ფალიაშვილების გვარები დალოცა.