რუსულენოვანი ტელეკომპანია " PIK"-ის (პირველი საინფორმაციო კავკასიური) ეთერში გასვლასთან დაკავშირებით ხვალ, 24 იანვარს, 13:00 საათზე, "ევროპის სახლში" (მის: თავისუფლების მოედანი # 1) პრესკონფერენცია გაიმართება.
ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა წარადგენს თავის ხედვას, გეგმებსა და განვითარების პერსპექტივებს. გარდა ამისა, გაიმართება ძირითადი პროგრამების, პროექტების და არხის ელექტრონული გვერდის http://www.pik.tv პრეზენტაცია.
PIK ეთერში გასვლას 25 იანვრიდან გეგმავს. ტელეკომპანია " PIK " ეთერში გავა თანამგზავრიდან Hot Bird @ E13' (ტრანსპონდერი: 65, სიხშირე: 12015 მეგაჰერცი, პოლარიზაცია: ჰორიზონტალური, S/R: 27500, FEC:3/4). მაუწყებლობა აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ ფორმატში ინტერნეტ გვერდზე: http://www.pik.tv.
ტელეკომპანიის ყოველდღიური მაუწყებლობა თბილისიდან 6-საათიანი იქნება (მოსკოვის დროით 18:00 -დან 00:00 საათამდე). სიგნალი დაფარავს სამხრეთი და ჩრდილოეთი კავკასიის, უკრაინის, ბელორუსის,
აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, თურქეთისა და ირანის ტერიტორიას.
არხის გენერეალური დირექტორი, ბრიტანელი ჟურნალისტი რობერტ პარნსონი, ამბობს, რომ ტელევიზიას ეყოლება კორესპონდენტთა საკუთარი ქსელი ბაქოში, ერევანში, მოსკოვში,კიევში, მახაჩკალაში, ანკარაში, ბრიუსელში, ვაშინგტონში, ვლადიკავკაზსა და თეირანში.
პარნსონის გარდა, ტელვიზიას უხელმძღვანელებს დევიდ ჩეტერი (გენერალური დირექტორის მოადგილე), მელანი ენსტი, (გენერალური დირექტორი პროგრამირებაში) და ზურაბ კოდალაშვილი (გენერალური დირექტორი ვებ-გვერდის მართვის მიმართულებით).
ტელეკომპანია მართვის უფლებით გადაცემული აქვს რობერტ პარსონსისა და ეკატერინე კოტრიკაძის მიერ დაარსებულ კერძო კომპანიას სს "ქეი 1" (K-1). აღნიშნულ კომპანიას „პირველი კავკასიური" "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" გამგეობის წევრების გადაწყვეტილებით 2010 წლის ივლისში გადაეცა.
"პირველი კავკასიური" საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე 2010 წლის დასაწყისში ამუშავდა. 4 იანვარს მან მაუწყებლობა ინტერნეტში დაიწყო, 15 იანვარს კი სატელიტზე გავიდა და კავკასია და აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი მოიცვა. გასული წლის იანვარის ბოლოს ფრანგულმა E Eutelsat -მა „პირველი კავკასიური" სატელიტიდან გათიშა, მიზეზად კი დროებითი კონტრაქტის მოქმედების ვადის ამოწურვა დაასახელა. თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციით, E Eutelsat -ი რუსეთის ზეწოლის ქვეშ მოექცა და კონტრაქტის პირობების დარღვევით ქართულ მხარესთან ურთიერთობა გაწყვიტა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სატელიტურ კომპანიას საფრანგეთოს სასამართლო ორგანოებში უჩივლა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. საქართველოს მთავრობამ ტელეკომპანია პირველ ჯერზე 13.3 მილიონი ლარით დააფინანსა.
მასალის გამოყენების პირობები