ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა.
კლინიკაში მოთავსებული პაციენტების ახლობლებს იქ მისვლა და მათი ნათესავების მონახულება ეკრძალებათ.
მიზეზი გრიპით დაინფიცირებულთა რაოდენობის მატებაა. გასული 24-საათის განმავლობაში დაწესებულებაში შესაბამისი სიმპტომების მქონე კიდევ ათი პაციენტი მოათავსეს.
კლინიკის ექიმის სოსო ყარსელიშვილის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში სულ 32 პაციენტი მკურნალობს, მათგან 6 რეანიმაციულ განყოფილებაში, დანარჩენები კი თერაპიის განყოფილებაში არიან მოთავსებულნი.
"რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი 6 პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული", - განმარტა ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა.
სპეციალისტები მოქალაქეებს გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში თვითმკურნალობისგან თავის შეკავებად და სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვას ურჩევენ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო თებერვალ-მარტიდან H1N1 ვირუსის შემთხვევევის ზრდას ვარაუდობს.