ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 54 წლის ნუგზარ ტურძილაძე კომიდან გამოვიდა.
დამწვრობის ცენტრის დირექრტორის მოადგილის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მას სხეულის 60 % აქვს დამწვარი, რის გამოც ის მოზრდილთა მწვავე განყოფილებაში რჩება.
რაც შეეხება აფეთქების შედეგად დაშავებულ კიდევ სამ მაღაროელს, ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალოვენ. მათ სახის, კიდურებისა და სასუნთქი გზების დამწვრობა აქვთ მიღებული.
"სამივე მათგანი გამოსულია დამწვრობის შიკიდან. მიმდინარეობს ინტენსიური მკურნალობა", - აცხადებს ცენტრის დირექტორის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მაღაროში გუშინ აფეთქება მოხდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
მომხდარი მიზეზებს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ზედამხედველობის სამსახურისა და სამხარეო პროკურატურის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია სწავლობს.