აფხაზეთის დეპუტატი ადა მარშანია თბილისელებს დევნილთა თანადგომისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, თბილისელებს უნდა რცხვენდეთ, რომ დევნილების გვერდით არ დგანან და მათ ნაციონალებისთვის ხმის მიცემას საყვედურობენ.
"დევნილებს აყვედრიან, თურმე ხუთიანი შემოხაზესო. რამდენმა თბილისელმა შემოხაზა ხუთიანი. ჩვენს გაგვიხარდეს, როცა "დუბინკას" ჩაარტყამენ ვინმეს?!"_აღნიშნა მარშანიამ. მან საზოგადოებას გარეთ გასვლისკენ მოუწოდა.
"სახლში ტელევიზორთან ჯდომა და სხვისი უბედურების გულგრილად ცქერა ვაჟკაცობა არაა, "_აღნიშნა ადა მარშანიამ.