დაღუპული ბუტა რობაქიძის დედა ია რობაქიძე დევნილებს თანადგომას უცხადებს. როგორც ია რობაქიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" კომენტირებისას აღნიშნა, ხალხის სიმცირე მას აკვირვებს.
"თქვენი საშუალებით, მინდა, მივმართო ქართველ ხალხს. ნუთუ ეს ის თბილისი არაა, რომელმაც აფხაზეთის ომის შემდეგ კოდორიდან წვალებით გადმოსული დევნილები შეიფარა?! მაშინ მთელი თბილისი ფეხზე დადგა. დღეს კი გაკვირვებას ვერ ვფარავ, რატომ მოვიდა ასე ცოტა ხალხი აქციაზე?"_ აცხადებს ია რობაქიძე.
რობაქიძის თქმით, თავის დროზე მისმა ოჯახმა, დევნილებისთვის შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერი გააკეთა. თუმცა მას აინტერესებს, სად არიან ოპოზიციონრებიც.
"ყველა პარტია აქ უნდა იყოს. ახლა უნდა აგორდეს, რაც ასაგორებელია. ნუთუ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ქართველები არ არიან?"
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის წინ დევნილთა საპროსტესტო აქცია გაიმართა. დევნილები მათ გასახლებას აპროტესტებენ.