აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენს შორის, გრენლანდიასთან დაკავშირებით, სატელეფონო საუბარი გაიმართა. იტყობინება გამოცემა Financial Times-ი.
გამოცემის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას, დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა გრენლანდიის შეძენის განზრახვის სერიოზულობას.
როგორც Financial Times-ი იტყობინება, ლიდერებს შორის საუბარი უაღრესად დაძაბულ რეჟიმში წარიმართა და ტრამპმა ხმას აუმაღლა კიდეც.
სატელეფონო საუბარი 45 წუთს გაგრძელდა. თეთრ სახლს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მან ნათლად განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტს, რომ გრენლანდია დანიის სამეფოს ავტონომიურია და იგი არ იყიდება, "მიუხედავად აშშ-ის დიდი ინტერესისა".
"ევროკავშირის ხუთი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელთაც მიიღეს ინფორმაცია სატელეფონო საუბარზე, აცხადებს, რომ დიალოგი უკიდურესად ცუდად წარიმართა", - წერს გამოცემა.
იუწყებიან, რომ დონალდ ტრამპი აგრესიულად იქცეოდა და კონფრონტაციულ განწყობაზე იყო, მიუხედავად მეტე ფრედერიკსენის წინადადებისა, გაეძლიერებინათ დანიასა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა სამხედრო ბაზებისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიმართულებით.
"ეს სატელეფონო საუბარი, სავარაუდოდ, გააძლიერებს ევროპის შიშებს, რომ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნება დაძაბავს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენს ტერიტორიების დათმობის მიზნით", - წერენ სტატიის ავტორები.
ყოფილი დანიელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ტრამპი დანიას სპეციალური ზომების მიღებით დაემუქრა, თუ უარს იტყოდა გრენლანდიის გაყიდვაზე. "დანიელები უბრალოდ შოკში არიან ტრამპის ქმედებების გამო", - თქვა წყარომ.
იმავდროულად, დანიის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ "არ ეთანხმება ანონიმური წყაროების მიერ გავრცელებულ ინტერპრეტაციას".
დონალდ ტრამპმა გრენლანდიის დანიისგან შესყიდვის განზრახვა ჯერ კიდევ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადისას გამოაცხადა. მაშინ ამ განზრახვამ ვაშინგტონსა და კოპენჰაგენს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაციება გამოწივა. პრემიერ-მინისტრმა ფრედერიკსენმა იდეას "აბსურდული" უწოდა.
2024 წლის დეკემბერში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ისთვის გრენლანდიის ფლობსა და კონტროლს აბსოლუტურ აუცილებლობად მიიჩნევს, მისი ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის.