ამერიკელი სენატორი (დემოკრატი) ჯინ შაჰინი გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, პროკურატურის მიამართვის საფუძველზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე ყადაღის დადებას.
"ქართული ოცნების" მთავრობის მიერ დაკავებული მომიტინგეებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა დანაშაული არ არის - შაჰინი. ისევე, როგორც ეს არ არის „საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ“. მე კვლავ ვდგავარ საქართველოს ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების იმ წევრების გვერდით, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიის შენარჩუნებას ცდილობენ", - წერს შაჰინი.