ე.წ. ღორის გრიპის კიდევ ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ხუთი პაციენტიდან ერთი ორსული ქალია, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელების მდგომარეობა სტაბილურია.
ამასთან, საჩხერის რაიონიდან კიდევ ერთი ორსული ქალი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, რომელსაც ლაბორატორიული კვლევები უტარდება.
ექიმები H1N1-ს ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას თებერვლის თვეში ვარაუდობენ, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრო მომავალი კვირიდან თათბირების საგანგებო რეჟიმზე გადავა.
სამინისტროს თანამშრომლები მედიკოსებს ინფორმაციას მიწვდიან, თუ როგორ უნდა მოიქცეს ექიმი ვირუსის ნიშნების გამოვლენისას.
ამ დროისთვის სულ ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით ინფიცირების 55 შემთხვევაა გამოვლენილი.