აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ "ხალხის პარტიის" ლიდერი იაკუბ ლაკობა დააკავა.
როგორც სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახური აცხადებს, ლაკობას დაკავება რუსეთის საანგარიშო პალატის ხელმძღვანელ სერგეი სტეპაშინის მიმართ ცილისწამებისთვის მოხდა.
მათივე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე ლაკობას პარტიის საიტზე გამოქვეყნებული სტატიის "სტეპაშინის ფენომენი და სინდრომი: პოლიტიკური ინტრიგანი და შანტაჟისტი"-ს გამო აღიძრა.
აფხაზი ოპოზიციონერის წინააღმდეგ საქმე მუხლით "ცილისწამება, დაკავშირებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან" არის აღძრული.
ე.წ. გენპროკურატურის ინფორმაციით, მისი დაკავება პარასკევს მოხდა, რომელიც სოხუმის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
აღსანიშნავია, რომ სახალხო პარტიის ლიდერი სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის სერგეი ბაღაფშის გუნდის რადიკალურ ოპოზიციად ითვლება.