საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის განცხადებით, თბილისის 182-ე საჯარო სკოლაში პედაგოგთა განთავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტის შესწავლის მიზნით შეიქმნა სპეციალური კომისია.
"მიგვაჩნია, რომ განათლების სფეროში პრობლემების მოგვარება უნდა ხდებოდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების პროფკავშირს შორის სოციალური დიალოგის გზით.საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი შეეცდება 182-ე საჯარო სკოლაში წარმოქმნილი პრობლემის მოგვარებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. თუ მასწავლებელთა შრომითი უფლებები დაირღვა და დიალოგის გზით ვერ მოხერხდა საკითხის მოგვარება, ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობით და მივაწოდებთ მათ რეალურ ინფორმაციას", _ ნათქვამია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის განცხადებაში.