სეპარატისტული აფხაზეთი და რუსეთის ფედერაცია ტრანსსასაზღვრო ბუნებრივი ობიექტების დაცვისა და ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროებში თანამშრომლობის შეთანხმებებს ამზადებენ. განცხადება ამის შესახებ სოხუმში მყოფმა რუსეთის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა იური ტრუტნევმა გააკეთა.
"დარწმუნებული ვარ, ეს იქნება სასარგებლო როგორც რუსეთისთვის ისე აფხაზეთისთვის. ჩვენ შეგვეძლება ინფორმაციის გაცვლა, საერთო დაკვირვების ბადის შექმნა, რაც რუსეთში საშუალებას მოგვცემს პროგნოზის ხარისხი გავზარდოთ, აფხაზეთს კი დროულად მიიღოს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია საფრთხის შემცველი ბუნებრივი მოვლენების, მათ შორის მიწისძვრის შესახებ", _ განაცხადა რუსმა მინისტრმა.