აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში რუსეთის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, იური ტრუნევს შეხვდა, რომელიც დღეს სოჭიდან სოხუმში ჩავიდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსახილველი საკითხები გარემოსდაცვით სფეროს შეეხო.
"წარმოებაც და მშენებლობაც აუცილებელი პროცესია ნებისმიერ სახელმწიფოში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოს დაცვა და ბუნების სისუფთავეა", _ განაცხადა ბაღაფშმა და დასძინა, რომ აფხაზეთში ნაკრძალებსა და დაცულ ტერიტორიებს 26 % უჭირავს - "ეს დიდი რიცხვია ევროპული მასშტაბებითაც კი. არ შეიძლება დაგვავიწყდეს ჩვენი ზღვის სუფთად შენახვის შესახებ", - აცხადებს ბაღაფში.
ტრუნევმა აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის უკვე მიმდინარეობს ბინების დაცვის სფეროში გარკვეული მუშაობა.
"ჩვენ თანამშრომლობის დიდი პერსპექტივები გვაქვს. ორივე მხარეს სარგებელს მოუტანს ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემების გაცვლითი სისტემის შექმნა", _ განაცხადა ტრუნევმა.