უსინათლოთა დასახმარებლად სპეციალური ფასიანი ნომერი - 91 90 71 ამოქმედდა. უსინათლოთა საინტეგრაციო ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი იაშვილის განცხადებით, უსინათლო ადამიანებს მრავალი პრობლემა აწუხებთ, ისინი ხმოვანი ტექნიკის უქონლობას და კარჩაკრეტილობას უჩივიან.
მისი თქმით, "უსინათლოთა საინტეგრაციო ცენტრმა" ამ და სხვა პრობლემების დასაძლევად სპეციალური ფასიანი ნომერი - 91 90 71 აამოქმედა, რომელზედაც "სილქნეთის" აბონენტებს შეეძლებათ დარეკვა. ზარის ღირებულება ერთი ლარია. შესული თანხა უსინათლოთა დახამრებისთვის დაიხარჯება.
"უსინათლოთა საინტეგრაციო ცენტრი" 2008 წლის 5 აგვისტოს დაარსდა. ცენტრი მიზნად ისახავს უსინათლო ადამიანების ინტეგრაციას საზოგადოებასთან და მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.