სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ელექტროენერგიაზე გადასახადი გაიზარდა. ოსური მედიის ინფორმაციით, ერთი კოლოვატის ფასმა 80 რუსული კაპიკიდან 1 რუბლამდე და 14 კაპიკამდე აიწია.
საწარმო "ენეტგორესურს - იუჟნაია ოსეტიას" ე. წ. გენერალური დირექტორი ალან გაბარაევი აცხადებს, რომ ტარიფებს ე. წ. სამხრეთ ოსეთის "ეკონომიკური განვითარების სამინისტრო" ადგენს, ხოლო გადაწყვეტილებას სეპარატისტთა კრიმინალური მთავრობა იღებს.
"ფასის მომატება სამხრეთ ოსეთის მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებითაა განპირობებული. უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენერგიას რუსეთიდან ვიღებთ და თავდაპირველად ფასების მატება იქიდან დაიწყო", _ აცხადებს გაბარაევი.