ხვალ, 22 იანვარს, 14:00 საათზე, დევნილების მორიგის საპროტესტო აქცია გაიმართება. დევნილები პარლამენტიდან პრეზიდენტის სასახლემდე საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ. ამის შესახებ "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
ჩხარტიშვილის თქმით, აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნებს ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს.