დევნილთა განსახლება დღესაც გრძელდება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მათ ფართებს რეგიონებში სთავაზობს, კერძოდ კახეთსა და სამეგრელოში. დევნილთა ნაწილმა შეთავაზება მიიღო.
ერთ-ერთი ოჯახი, გერლიანები საცხოვრებლად ბაკურციხეში გადავიდნენ. ისინი კოდორიდან დევნილები არიან. როგორც ოჯახის ერთ-ერთი წევრი ანუსია გერლიანი ამბობს, ახალი ბინა მოეწონა და დღეიდან საკუთარი ჭერი ექნება.
„ჩვენ საბაჟოს შენობაში ვცხოვრობდით, მაგრამ ეს დროებითი იყო. ახლა რეგიონები შემოგვთავაზეს და კახეთში წამოვედით. ბინა კარგია, გარემონტებულია. მოვეწყობით და საკუთარი ჭერი გვექნება. იმის შიში არ გვექნება, რომ ამ ფართიდან ვინმე გაგვიყვანს", აცხადებს ანუსია გერლიანი.