შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი 1982 წელს დაბადებული რამაზ ჯმუხაძე დააკავეს.
ბრალდებულმა 2010 წლის 10 დეკემბერს შურისძიების მოტივით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, მრავალჯერადი გასროლით თანასოფლელი 1954 წელს დაბადებული კოტე კობახიძე მოკლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
რამაზ ჯმუხაძემ მოახერხა ადგილიდან მიმალვა. ბრალდებული იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა ა/წ 18 იანვარს თბილისში.
ამოღებულია მკვლელობის იარაღი. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით.
მასალის გამოყენების პირობები