„ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად არავის მიუწვევია. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
მათივე ცნობით, მოწვევა არ მიუღია არც მიხეილ ყაველაშვილს.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მას პირადი მოწვევა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ჯო უილსონმა გაუგზავნა.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება.