დიდი ბრიტანეთი ნატო-ელ მოკავშირეებთან ერთად უკრაინას 30 000 დრონს მიაწვდის.
ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ და ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუტსმა გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზა „რამშტეინზე“ უკრაინის მოკავშირეების შეხვედრაზე განაცხადეს.
„უკრაინა მიიღებს 30 000 დრონს 45 მილიონი ფუნტის ღირებულების კონტრაქტების მიხედვით გაერთიანებული სამეფო-ლატვიის ხელმძღვანელობით დრონების საერთაშორისო კოალიციისგან“, - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
„მე ვამაყობ, რომ დიდი ბრიტანეთი წამყვან როლს თამაშობს უკრაინის მხარდაჭერაში.
ვხელმძღვანელობთ რა კოალიციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სასიცოცხლო აღჭურვილობას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად და ამზადებენ ახალწვეულებს, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით პუტინის აგრესიის წინააღმდეგ“, - თქვა ჯონ ჰილიმ.
დღეისათვის დრონების კოალიციამ საერთაშორისო პარტნიორებისგანდაახლოებით 73 მილიონი ფუნტი (თითქმის 90 მილიონი აშშ დოლარი) შეაგროვა, მათ შორის 15 მილიონი ფუნტი (18,5 მილიონი აშშ დოლარი) დიდი ბრიტანეთიდან.