აშშ უკრაინას 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზა „რამშტეინზე“ განაცხადა, სადაც უკრაინის დასავლელი მოკავშირეების შეხვედრა მიმდინარეობს.
„აქ, რამშტეინზე, მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია, რათა დავეხმარო უკრაინას იცხოვროს თავისუფლებისა და უსაფრთხოების პირობებში და შევქმნა უფრო სამართლიანი და ღირსეული სამყარო. ჩვენი ერთობლივი მუშაობა უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ოსტინმა.
დახმარება მოიცავს დამატებით რაკეტებს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, მეტ საბრძოლო მასალას, მეტ «ჰაერო-მიწა“ კლასის რაკეტებს და სხვა აღჭურვილობას უკრაინული F-16-ებისთვის.
ეს არის ბოლო შეხვედრა „რამშტეინის“ ბაზაზე, ვიდრე აშშ-ში არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე.
ზოგიერთი ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა მსგავსი შეხვედრების ახალი ფორმატი წარადგინოს.