უსინათლოთა დასახმარებლად სპეციალური ფასიანი ნომერი_91 90 71 ამოქმედდა, რომელზეც დარეკვის ღირებულება 1 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას "უსინათლოთა საინტეგრაციო ცენტრის" ხელმძღვანელი ავრცელებს.
უსინათლოთა დასახმარებლად ტელეფონზე დარეკვა "სილქნეტის" აბონენტებს შეეძლებათ და მასზე შესული თანხა ისევ უსინათლოებს მოხმარდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" კომენტირებისას უსინათლოთა კავშირის გამგეობის აპარატის უფროსმა ფრიდონ ლობჟანიძემ აღნიშნა, უსინათლოები ამ ინფორმაციას არ ფლობდნენ. თუმცა მათთვის მისაღები იქნება, თუკი მათ დასახმარებლად რაიმე გაკეთდება.