21 იანვარს, სტუ-ში ტექნიკური უნივერსიტეტის ახლახან აღდგენილი ელექტრომექანიკური ლაბორატორია გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების პროგრამის - "ნათელი - თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა" - წარმომადგენლები დაესწრნენ.
"ნათელი - თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა" წარმოადგენს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტს, რომლის მიზანია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში. ორწლიანი "ნათელის" პროექტი 2009 წლის ოქტომბერში დაიწყო.
აღნიშნული პროექტის მიზნობრივი ჯგუფები არიან საქართველოში ენერგიის მსხვილი მომხმარებლები, მათ შორის, საქართველოს ტენქიკური უნივერსიტეტი. პროექტი მათ ეხმარება ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელებასა და ელექტროენერგიის გადასახადის შემცირებაში.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსმა ოთარ ზუმბურიძემ განაცხდა, აუცილებელია, განათლების სისტემის განვითარებაზე პასუხისმგებლობა აიღოს საზოგადოებამ.
"საჭიროა სოციალური და კორპორატიული პასუხისმგებლოობის აღება. კომპანიების წარმომადგენლებმა, საზოგადოების წევრებმა განათლების სისტემის განვითარებაში წვლილი უნდა შეიტანონ. შოციალური და კორპორატიული პასუხისმგებლობა აუცილებელია განათლების სისტემის სრულყოფისთვის. ამის კარგი მაგალითია UშAID-ის მიერ გაწეული დახმარება", _ განაცხადა მან.
მისი განცხადებით, განათლების სისტემაში სოციალური და კორპორატიული პასუხისმგებლობის მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტები, რომელთა ბიუჯეტები შემოწირულობების წყალობით, მილიარდებით ივსება.