ჩრდილოეთ ჩინეთის ქალაქ ჟანციაკუში, ბოსტნეულის ბაზარში ხანძარი გაჩნდა, რასაც რვა ადამიანი ემსხვერპლა.
ჩინური მედიის ცნობით, დაშავდა კიდევ 15 ადამიანი.
ხანძარი დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ჩააქრეს. დაშავებულები ასევე სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.