უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს 20 იანვარს დაგეგმილი ინაუგურაციის შემდეგ მალევე შეხვდეს.
„რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპის პრიორიტეტი მისი საშინაო საკითხებია. ეს გასგებია მისი საარჩევნო კამპანიიდან და მისი ყოველდღიური მესიჯებიდან.
რაც შეეხება საერთაშორისო მოვლენებს, ეს იქნება უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი. დიხ. ასევე მისი ურთიერთობა წყნარი ოკეანის რეგიონთან. უსაფრთხოება. ჩინეთი, კორეა და მსგავსი. ეს ასევე გასაგებია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზეალენსკიმ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გაიხსენა.
„ტრამპმა ტელეფონზე მითხრა, როცა ვსაუბრობდით - მითხრაა: ჩემს ერთ-ერთს პირველს თქვენს ვიზიტს ველოდები.
მან მითხრა ეს. რადგან მან თქვა: ჩემი პრიორიტეტი ომის დასრულებაა და ამას გავაკეთებ.
ამიტომ, ვფიქრობ, დიახ - ინაუგურაციის შემდეგ გვექნება შეხვედრა. ვფიქრობ, უკვე მთელი გეგმის გაგებით დავიწყებთ მუშაობას“, - განაცხდა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მას სურს, გეგმა და შესაბამისი ნაბიჯები, რომლებსაც ტრამპი შესთავაზებს, ემთხვეოდეს უკრაინის ხედვას.
„სხვანაირად არ შეიძლება. ჩვენ ვართ უკრაინა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობა. ეს არის ჩვენი მიწა და ჩვენი მომავალი. და მე ვფიქრობ, რომ მას ექნება კონტაქტები რუსულ მხარესთან. ესეც გასაგებია.
იმიტომ, რომ ვფიქრობ, ისინი ბევრ სხვადასხვა დეტალს შეისწავლიან, ვინ რისთვის არის მზად. ვფიქრობ, ეს პირველი პერიოდი იქნება. და აქედან გამომდინარე ჩვენ გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.