პარასკევს, 3 იანვარს, საფრანგეთის ახალი მთავრობა, ფრანსუა ბაირუს ხელმძღვანელობით, დღეს პირველად იკრიბება.
შეხვედრა ელისეის სასახლეში, ემანუელ მაკრონის მონაწილეობით, 10 საათზეა დაგეგმილი, მანამდე კი მინისტრები შსს-ში დღესასწაულების შემდგომ ტრადიციულ საუზმეზე შეხვდებიან.
შეხვედრის მთავარი თემა შესაძლოა იყოს სამთავრობო პოლიტიკის დეკლარაციის ძირითადი ხაზები, რომელსაც ბაირუ პარლამენტში 14 იანვარს წარადგენს.
ახალი მთავრობა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, კერძოდ, 2025 წლის ბიუჯეტის შეთანხმება, რათა არ მოხდეს პარლამენტის წინააღმდეგობა, სადაც მაკრონის მომხრეებს უმრავლესობა არ აქვთ.
ბიუჯეტზე კომპრომისის არარსებობა იყო მიშელ ბარნიეს წინა მთავრობის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი.
საფრანგეთის ახალ მთავრობაში თანამდებობები შეინარჩუნეს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა.
შეგახსენებთ,, საფრანგეთის პარლამენტმა 4 დეკემბერს გამოუცხადა უნდობლობა მიშელ ბარნიეს მთავრობას, რომელმაც სამი თვე იმუშავა.
ამის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა ცენტრისტული პარტიის, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი და თავისი მომხრე ფრანსუა ბაირუ.