გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და მისი ფრანგი კოლეგა ჟან-ნოელ ბარო დამასკოში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდნენ.
სხვა საკითხებს შორის, ისინი გეგმავენ შეხვდნენ ქვეყნის ახალ ლიდერს, აჰმედ ალ-შარაას, რომლის ხელმძღვანელობით ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამმა“ გასული წლის 8 დეკემბერს ჩამოაგდო დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი.
ბერბოკი და ბარო დასავლეთის მსხვილი ქვეყნების პირველი საგარეო საქმეთა მინისტრები არიან, რომლებიც სირიის ახალმა ხელმძღვანელობამ დამასკოში მიიღო.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვიზიტს ევროკავშირის სახელით ახორციელებენ.
დოკუმენტშის თანახმად, გერმანია აპირებს დაეხმაროს სირიას „ხელისუფლების ინკლუზიური, მშვიდობიანი გადაცემის განხორციელებაში, სოციალური შერიგების მიღწევასა და ქვეყნის აღდგენაში“.
ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანიასა და სირიას, ისევე როგორც მთლიანად ევროპასა და სირიას შორის ურთიერთობების განახლება შესაძლებელია, მაგრამ ეს დაკავშირებულია დამასკოს „ახალი მმართველებისგან მკაფიო მოლოდინებთან“.
ეს ასევე გულისხმობს თანაბარ უფლებებს ქალებისა და კაცებისთვის სირიაში, ისევე როგორც ქვეყნის ყველა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფისთვის. ”ჩვენ გავაგრძელებთ „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ განსჯას მისი ქმედებებით”, - თქვა ბერბოკმა.
ბარბოკისა და ბაროს ვიზიტამდე, გერმანელი დიპლომატების ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომისრის, ტობიას ტუნკელის ხელმძღვანელობით, 17 დეკემბერს დამასკოში აჰმედ ალ-შარაას შეხვდა.
ევროკავშირმა ასევე დაიწყო კონტაქტების დამყარება სირიის ახალ ხელისუფლებასთან. ბრიუსელის სახელით გერმანელი დიპლომატი მაიკლ ონმახტი დამასკოს დეკემბრის მეორე ნახევარში ეწვია.