უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის ოლქში რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, მათ შორის 16 წლის მოზარდი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევის ოლქის ბროვარის რაიონში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევების დაცემის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.
ამასთან, დრონის ნამსხვრევები დაეცა კერძო სახლს, დაშავდა სამი ადამიანი. კიდევ ერთი მოქალაქე დაშავდა ბელოცერკოვის რაიონში.