მედიის ცნობით, უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად გოლოსეევისა და დარნიცის რაიონებში უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები ჩაცვივდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, დრონების ნამსხვრევების შედეგად დარნიცის რაიონში ერძთ-ერთ კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, რომლის ლიკვიდირებაც სწრაფად მოხერხდა. დშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსებმა სუმის რეგიონის 10 დასახლებაზე 52 თავდასხმა განახორციელეს.