უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ომის დასრულებაში და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეჩერებაში.
„ტრამპმა, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი შეასრულოს. ეს ჩვენთვის ყველაზე მთავარია. ის და მისი თვისებები არის ის რაც არის. მას შეუძლია გადამწყვეტი იყოს ამ ომში. მას შეუძლია შეაჩეროს პუტინი, სამართლიანად რომ ვთქვათ, დაგვეხმაროს პუტინის შეჩერებაში. მას ეს შეუძლია," - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ მას უკვე ჰქონდა რამდენიმე საუბარი ტრამპთან.
„ვფიქრობ, ის ძლიერი და არაპროგნოზირებადია. ვისურვებდი, რომ ტრამპის არაპროგნოზირებადობა, პირველ რიგში, რუსეთს შეეხოს. მე მიმაჩნია, რომ მას ნამდვილად სურს ომის დასრულება. ვფიქრობ, რომ ეს სიმართლეა," - განუცხადა ზელენსკიმ უკრაინულ მედიას.