1-ელ იანვარს, მონტენეგროს ქალაქ ცეტინიეში, მამაკაცმა ბარში ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი ქუჩაში გავიდა და გამვლელებს დაუწყო სროლა.
მონტეგენგროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სროლის შედეგად სულ მცირე 10ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. გარდა ამისა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.
ტელეკომპანია Vijesti-ის ცნობით, სროლას წინ უძღოდა ჩხუბი ბარში. პოლიცია მიიჩნევს, რომ სროლის მიზეზი არა მაფიის დაპირისპირება, არამედ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო კონფლიქტი გახდა.
თავდაპირველად თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. მოგვიანებით მან საკუთარ სახლთან თვითმკვლელობა სცადა. 45 წლის მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მონტენეგროს მთავრობამ 2, 3 და 4 იანვარი გლოვის დღეებად გამოაცხადა.