მსოფლიოს მოსახლეობა 2024 წელს 71 მილიონზე მეტი ადამიანით გაიზარდა და 2025 წლის 1 იანვრისთვის 8,09 მილიარდ ადამიანს მიაღწევს. აშშ-ს აღწერის ბიურომ ეს მონაცემები ორშაბათს გამოაქვეყნა.
2025 წლის იანვარში მოსალოდნელია, რომ მსოფლიოში ყოველ წამში 4 ადამიანი დაიბადება და 2 ადამიანი გარდაიცვლება.
აშშ-ის მოსახლეობა 2024 წელს გაიზარდა 2,6 მილიონი ადამიანით, ხოლო 1 იანვარს 341 მილიონ ადამიანს მიაღწევს.
2025 წლის იანვარში ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ 9 წამში ერთი ადამიანი დაიბადება, ხოლო ყოველ 9,4 წამში ერთი ადამიანი გარდაიცვლება.
"შობადობის, სიკვდილიანობისა და საერთაშორისო მიგრაციის ერთობლიობა აშშ-ს მოსახლეობას გაზრდის ერთი ადამიანით ყოველ 21,2 წამში", - განაცხადა აღწერის ბიურომ.
2020-იანი წლების დასაწყისიდან აშშ-ს მოსახლეობა თითქმის 9,7 მილიონი ადამიანით, ანუ 2,9%-ით გაიზარდა. 2010-იან წლებში ქვეყნის მოსახლეობა გაიზარდა 7,4%-ით, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1930-იანი წლების შემდეგ.