ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომელიც დონალდ ტრამპს 5 მილიონი დოლარის გადახდას აკისრებს მწერალ ჯინ კეროლისთვის, მას შემდეგ რაც ნაფიცმა მსაჯულებმა ის დამნაშავედ ცნეს ჟურნალის ყოფილი მიმომხილველის სექსუალურ შევიწროებასა და ცილისწამებაში.
დონალდ ტრამპმა 2023 წელს გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრა, რომელიც მას ხუთი მილიონი დოლარის გადახდას აკისრებს, თუმცა აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა განაჩენი, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპმა მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლზე 1996 წელს სექსუალურად იძალადა, ძალაში დატოვა და ახალი სასამართლო პროცესის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
კეროლმა 2019 წელს განაცხადა, რომ 1996 მანჰეტენზე Bergdorf Goodman-ის გასახდელში ტრამპმა მასზე სექსუალურად იძალდა.
თუმცა ტრამპმა ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ მწერალმა ეს ამბავი წიგნის გასაყიდად გამოიგონა. თავის მხრივ კი კეროლმა ეს განცხადება რეპუტაციის შელახვის მცდელობად მიიღო და სასამართლოს მიმართა.