დამასკოში ვიზიტით მყოფმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად და იმედოვნებს, რომ ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობა პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
„მოსკოვის გავლენით, ასადის რეჟიმმა აღიარა რუსეთის მცდელობა ყირიმის ანექსიისა და დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ნაწილის დროებითი ოკუპაციის შესახებ.
ამან უკრაინა აიძულა 2022 წელს რეჟიმთან დიპლომატიური ურთიერთობა გაეწყვიტა.
ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ახალი სირია გახდება სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს, კომკრეტულად, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - განაცხადა სიბიჰამ.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ „ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთაღიარება გზას გაუხსნის დიპლომატიური ურთიერთობების, პოლიტიკური დიალოგისა და დიპლომატიური ინსტიტუტების მუშაობას“.
„ჩვენ მზად ვართ და ველით სირიის მხრიდან საპასუხო ნაბიჯებს“, - განაცხადა სიბიჰამ.
უკრაინის საქმეთა მინისტრის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა გაზრდის სავაჭრო ბრუნვას და თანამშრომლობას მეცნიერების, ტექნოლოგიების, კულტურისა და განათლების სფეროებში.
უკრაინის დელეგაცია ანდრიი სიბიჰას ხელმძღვანელობით სირიაში იმყოფება და დამასკოში უკვე შეხვდა სირიის ამბოხებულების ლიდერს აჰმედ ალ-შარაას.