ეგვიპტეში, წითელი ზღვის სანაპიროზე ზვიგენის თავდასხმის შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.
მედიის ცნობით, ტრაგიკული შემთხვევა 29 დეკემბერს მოხდა საკურორტო ქალაქ მარსა-ალამის ჩრდილოეთით, რომელიც პოპულარულია მყვინთავებს შორის.
ეგვიპტის ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიუთითა, რომ თავდასხმა მოხდა "ღრმა წყალში მონიშნული საცურაო ზონის გარეთ".
ზვიგენის მსხვერპლი ორი უცხოელი გახდა.
სააგენტო AFP-ის ცნობით, ტურისტები იტალიის მოქალაქეები იყვნენ.
ეგვიპტის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორივე ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მარსა ალამში საცურაო ტერიტორია დაიხურება, მომხდარს კი გამოიძიებენ.
ზვიგენების კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში წითელ ზღვაში ზვიგენების თავდასხმის შედეგად ოთხი სიკვდილის ფაქტი დადასტურდა. ბოლო შემთხვევა 2023 წლის ივნისში დაფიქსირდა ჰურგადასთან ახლოს, როდესაც 24 წლის რუსი კაცი ზვიგენის თავდასხმას ემსხვერლა.