უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰას ხელმძღვანელობით სირიაში იმყოფება და დამასკოში უკვე შეხვდა სირიის ამბოხებულების ლიდერს აჰმედ ალ-შარაას.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მაღალი დონის დელეგაციაში არიან სოფლის მეურნეობის მინისტრი და უკრაინის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი.
სხვა დეტალები არ გავრცელებულა.