აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, Azerbaijan Airlines-ის ყაზახეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მიწიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაზიანდა.
მისი განცხადებით, საბოლოო ვერსია მხოლოდ შავი ყუთების შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი.
თუმცა, მისივე თქმით, თავდაპირველ ვერსიებს ფაქტებზე დაფუძნებული საკმარისი მტკიცებულებები უკვე აქვთ.
ფაქტია, რომ ჩვენი სამოქალაქო თვითმფრინავი დაზიანდა გარედან რუსეთის ტერიტორიაზე, გროზნოს მახლობლად და ფაქტობრივად, დაკარგა კონტროლი. მისივე თქმით, თვითმფრინავი რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა გამოიყვანეს მწყობრიდან.
„ეს არის თვითმფრინავისთვის მიყენებული პირველი ზიანი, გარდა ამისა, ხმელეთიდან გახსნილი ხანძრის შედეგად თვითმფრინავის კუდის ნაწილიც ძლიერ დაზიანდა“, - განაცხადა ალიევმა.
ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ თავისი ბრალი ეღიარებინა და ბოდიში მოეხადა, "საკითხის მიჩუმათებას" "გაზის ბალონის აფეთქების" ვერსიის წამოყენებით ცდილობდა.
აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავმა Embraer 190, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, კატასტროფა 25 დეკემბერს, დილით განიცადა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტში დაშვების მცდელობისას.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა.
თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი. დაიღუპა 38 ადამიანი.