ღუდუშაურის კლინიკაში მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით ათი პაციენტია მოთავსებული. აქედან შვიდი ორსულია. ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
H1N1 Oორსულ პაციენტთაგან ჯერ ჯერობით მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. ბოლო მონაცემებით, ამ სეზონზე საქართველოში H1N1 ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 29 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 1 ფატალური შედეგით დასრულდა. ქვეყანაში ასევე გამოვლენილია "ბ" ტიპის ვირუსის 29 შემთხვევა და გარდაცვალების 1 ფაქტი. "ა" ტიპის ვირუსის 2 შემთხვევიდან 1 ასევე გარდაცვალებით დასრულდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში პანდემიის საშიშროება არ არსებობს და რისკჯგუფებს სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ.