გორში პაპუაშვილების შვიდკაციანი ოჯახი სიკვდილს გადაურჩა. ოჯახის წევრები მეზობელმა სახლში უგონო მდგომარეოაში ნახა. მიზეზი სავარაუდოდ დაგროვილი ბუნებრივი აირის ნამწვავი გახდა. როდესაც მეზობელი სახლში შევიდა პაპუაშვილებს წყლის გამათბობელი ჩართული ჰქონდათ.
3 და 4 წლის ბავშვები გორში დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს. ისინი რეანიმაციაში რჩებიან, თუმცა ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოჯახის დანარჩენი წევრები ქალაქის საავადმყოფოში მოათავსეს, მათი მდგომარეობაც სტაბილურია.