დღეს, 21 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პროგრამა "აინშტაინის'' ფარგლებში მასწავლებელთა ტრენინგს დაესწრება.
ტრენინგი ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგებს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების გამოყენებაში ჩაუტარდებათ.