დღეს, 21 იანვარს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, 35-კილოვოლტიან გადამცემ ხაზებზე "ვერა-1" და "ვერა-2" პროფილაქტიკურ-გეგმური სამუშაოს ჩატარების გამო მთაწმინდისა და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ვირსალაძის, ბროსეს, ლაღიძის ქუჩებს, აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, კონსტიტუციის, უზნაძისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებსა და ორგანიზაციებს. დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ ორგანიზაციებს კომპანია "თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ.