აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ შობას ულოცავს „ჩინეთის შესანიშნავ ჯარისკაცებს“, „კანადის გუბერნატორ ჯასტინ ტრუდოს“ და „გრენლანდიელ ხალხს“.
“გილოცავთ შობას ყველას, მათ შორის ჩინეთის შესანიშნავ ჯარისკაცებს, რომლებიც სიყვარულით, მაგრამ არალეგალურად მართავენ პანამის არხს (სადაც 110 წლის წინ მის შენობაში 38000 ადამიანი დავკარგეთ), ყოველთვის უზრუნველყოფენ, რომ შეერთებული შტატები მილიარდობით დოლარს დებდეს “შეკეთებისთვის” , მაგრამ აბსოლუტურად არაფერი ჰქონდეს სათქმელი "არაფერზე". ასევე, კანადის გუბერნატორ ჯასტინ ტრუდოს, რომლის მოქალაქეების გადასახადები ძალიან მაღალია, მაგრამ თუ კანადა გახდება ჩვენი 51-ე შტატი, მათი გადასახადები შემცირდება 60%-ზე მეტით, მათი ბიზნესი მაშინვე გაორმაგდება და ისინი სამხედროებით ისე იქნებოდნენ დაცული, როგორც არცერთი სხვა ქვეყანა მსოფლიოში. ასევე, გრენლანდიელ ხალხს, რომელიც შეერთებულ შტატებს ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის სჭირდება და, რომელთაც სურთ, რომ აშშ იქ იყოს, და ჩვენც ვიქნებით!”- წერს ტრამპი.