24 იანვარს, 15.00 საათზე გოეთეს ინსტიტუტში შედგება პროექტის განხილვა თემაზე_ქართველი სტუდენტების დისკუსია ძველი თბილისის იდენტობის შესახებ ევროპაში. პროექტი ფინანსდება ევრო-კომისიის მიერ.
სასწავლო ტური არის პროექტ "ურბანული მემკვიდრეობის შენარჩუნება_ძველი თბილისის იდენტობა და სული," ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი. პროექტს ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ისტორიალი და ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი (ICOMOS საქართველო) ევრო კომისიის კულტურის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
სასწავლო ტური სპეციალურად მოეწყო პროექტის კიდევ ერთი კონკურსის ექვსი გამარჯვებული სტუდენტისათვის, რომლებმაც ბეთლემის კონკრეტულ მონაკვეთზე ახალი ნაგებობის შექმნის კონკურსში გაიმარჯვეს. 2010 წლის 17-25 ოქტომბერს გერმანიაში იმყოფებოდნენ ქეთევან ბოჭოიძე და თორნიკე დადიანი, 8-14 ნოემბერს კი ია კოროშინაძე და მამუკა ხარაზიშვილი ნორვეგიაში ეცნობოდნენ ევროპელი ექსპერტების გამოცდილებას, ნიკოლოზ მაისურაძე და ქეთევან ცუცქირიძე კი დიდ ბრიტანეთში.