შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართონ.
მინისტრის განმარტებით, სეზონზე ე. წ. ღორის გრიპის ერთეული შემთხვევების გამოვლენამ მოსახლეობა არ უნდა შეაშფოთოს, რადგან ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს.
"ამ დროისთვის ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყნაში მედიკამენტების საკმარისი მარაგი არსებობს", - აღნიშნა ურუშაძემ.