ამერიკულმა კრეისერმა კვირას წითელ ზღვაზე შემთხვევით ჩამოაგდო ამერიკული გამანადგურებელი, რაც ყველაზე სერიოზული ინციდენტია იემენის ჰუსიტი მეამბოხეების წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციების ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
აშშ-ის საზღვაო ძალების ორმა მფრინავმა წარმატებული კატაპულტირება შეძლო. ორივე პილოტი უვნებლად გადარჩა, მხოლოდ ერთ-ერთმა მიიღო უმნიშვნელი დაზიანება.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ჩამოგდებული F/A-18 ავიამზიდ „ჰარი ტრუნების“ გემბანიდან აფრინდა.
სამხედრო აღწერილობის მიხედვით ჩამოგდებული თვითმფრინავი იყო ორადგილიანი F/A-18 Super Hornet-ის გამანადგურებელი.
21 დეკემბერს ამერიკელმა სამხედროებმა კვლავ შეუტიეს ჰუსიტების პოზიციებს იემენის დედაქალაქ სანასთან.
ამერიკელმა სამხედროებმა ასევე ჩამოაგდეს ჰუსიტების რამდენიმე დრონი და ფრთოსანი რაკეტა წითელ ზღვაზე.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზას სექტორში ომის დაწყებიდან, ისლამისტების მოკავშირე მეამბოხეები რეგულარულად უტევდნენ რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით ისრაელის სამიზნეებს და გემებს წითელ ზღვაში.შეერთებული შტატების არმია ურტყამს ჰუსიტების ობიექტებსა და შეიარაღებას, შეერთებულ შტატებთან ერთად, წითელ ზღვაში თავდასხმების თავიდან აცილების ოპერაციებში მონაწილეობენ დასავლეთის სხვა ქვეყნებიც, მათ შორის დიდი ბრიტანეთი.